• 2017-11-13

რადიო სადგურებში რეკლამის განთავსება, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, სულ უფრო მიმზიდველი ხდება. მთავარი ფაქტორი კი პოტენციურ მომხმარებლამდე მარტივი საკომუნიკაციო საშუალებაა, რადგან რადიოს უსმენენ მანქანაში, სახლში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მობილურ ტელეფონში თუ ინტერნეტში, რადიო ყველგან არის. მას უსმენს თითქმის ყველა კატეგორიის მსმენელი, მისი სეგმენტი მრავალფეროვანია და მისი მოსმენა ყველგან და ყოველთვის არის შესაძლებელი, სამსახურში, მგზავრობისას, გართობის თუ ვარჯიშის დროს. ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რეკლამის ღირებულებაც, რაც რადიოში ბევრად დაბალია ვიდრე ტელევიზიაში.

კომპანია „აიფიემ კვლევები“ 2017 წლის მეორე კვარტალში რეკლამის მონიტორინგს უწევდა 7 რადიო სადგურს, გთავაზობთ, რადიო სადგურების რეკლამის მონიტორინგის შედეგებს, რომელიც განხორციელდა ქვემოთ ჩამოთვლილ რადიო სადგურებზე:

  • რადიო პალიტრა
  • რადიო იმედი
  • ფორტუნა
  • ფორტუნა +
  • არ დაიდარდო
  • ავტორადიო
  • რადიო მაესტრო

2017 წლის მეორე კვარტალში სულ რადიოში გავიდა 276 949 სარეკლამო რგოლი, ყველაზე მეტი რგოლი გავიდა რადიო მაესტროს ეთერში - 64 660 რგოლი. ასევე რადიო მაესტრო ლიდერობს ინვესტიციის პარამეტრშიც და ის ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით ყველაზე მაღალ შემოსავლიან რადიოდ გვევლინება.

გრაფიკზე წარმოდგენილია, 2017 წლის მეორე კვარტალში, მონიტორინგში შემავალი რადიო სადგურების სარეკლამო რგოლების რაოდენობის გასვლის წილი, სასპონსორო და კომერციული რგოლები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით ინვესტიციის პარამეტრში 2017 წლის მეორე კვარტალში ყველაზე შემოსავლიანი რადიო არის რადიო მაესტრო. ვნახოთ დანარჩენი რადიოსადგურების ინვესტიცია.

გრაფიკზე წარმოდგენილია, 2017 წლის მეორე კვარტალში, მონიტორინგში შემავალი რადიო სადგურების სარეკლამო რგოლების ინვესტიციების წილი, სასპონსორო და კომერციული რგოლები.