2020 წლის პირველ კვარტალში ტელევიზიაში გასული რეკლამის რაოდენობის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი ვაჭრობის სექტორს უჭირავს. ამ პერიოდში ტელევიზიით სულ გავიდა 4 473 სარეკლამო რგოლი, რომლის ქრონომეტრაჟი 66 871 წამია, ხოლო განხორციელებული ინვესტიცია 4 020 825 ლარი.
განვიხილოთ ვაჭრობის კატეგორიაში რა პოზიციები აქვთ კომპანიებს. 2020 წლის პირველ კვარტალში ტელევიზიით მოცემულ კატეგორიაში რეკლამა განათავსა 16-მა სავაჭრო ობიექტმა.
გრაფიკზე ნაჩვენებია სარეკლამო რგოლების რაოდენობა ვაჭრობის კატეგორიაში.
რაოდენობით ყველაზე მეტი რგოლი კომპანია „ბრიკორამამ“ განათავსა - 1008 რგოლი. მეორე ადგილზეა „ემბავუდი“ – 576 რგოლით, მესამე პოზიციაზე კარფურია - 515 რგოლით.
ქრონომეტრაჟის პარამეტრშიც პირველ პოზიციას იკავებს „ბრიკორამა“ - 13672 წამი, მეორე ადგილზეა კარფური 10342 წამით, მესამეზე კი „ოთო მოტორსი“ – 10070 წამი.
ყველაზე მნიშვნელოვან პარამეტრშიც „ბრიკორამა“ ლიდერობს, მის მიერ ამ პერიოდში განხორციელებული ინვესტიცია 1166584 ლარს შეადგენს. ინვესტიციის პატამეტრში მეორე პოზიციაზეა „კარფური“ – 870340 ლარით, უკანასკნელ ადგილს კი „მოდუსის სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი“ იკავებს - 25788 ლარი.
გრაფიკზე ნაჩვენებია სავაჭრო კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიცია 2020 წლის პირველ კვარტალში.