• 2019-12-17

ქველმოქმედება, როგორც მნიშვნელოვანი თემა განსჯისათვის, არაერთხელ გამხდარა, კომპანია „აიფიემის“ კვლევების საგანი. მუდმივად ვაკვირდებით, თუ როგორ იცვლება დამოკიდებულებები, აღნიშნული თემის მიმართ, მედიაში, ბიზნეს სექტორში, საზოგადოებაში. მედია გაშუქებების სტატისტიკა, ამა თუ იმ საკითხის აქტუალურობის საუკეთესო ინდიკატორია, ამიტომ კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით თემას- ქველმოქმედება ქართულ მედია სივრცეში. 2019 წლის გასული პერიოდის განმავლობაში, მედია სივრცეში, 4500-მდე ინფორმაცია გაშუქდა, სადაც ფიგურირებდა ქველმოქმედების საკითხი. წლების განმავლობაში, საქველმოქმედო სფეროს მედია აქტივობის სტატისტიკა, ასე გამოიყურება:

ტენდენცია პროგრესულობით ხასიათდებოდა 2015 წლამდე, ხოლო შემდგომ პერიოდში, დღემდე- რეგრესულია. თუმცა რეგრესი, წლების მიხევით, არ გულისხმობს საკითხის აქტუალურობის რღვევას, ვინაიდან ინფორმაციის რაოდენობა სექტორში, ნამდვილად შთამბეჭდავია.

2019 წლის განმავლობაში საქველმოქმედო სფეროს აქტიურობა, მედიებს შორის ასე გადანაწილდა

ბიზნეს კომპანიებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ საქველმოქმედო სექტორის აქტივობებში, გამოიყო პირველი 10 მოთამაშე, რომელთა მედია აქტივობაც, მოცემული მიმართულებით, იყო ყველაზე რეზონანსული.  ტოპ 10 ბიზნეს კომპანია, მედიაში, საქველმოქმედო სფეროს აქტივობებში მონაწილეობის თვალსაზრისით, ასე გამოიყურება: