• 2019-09-30

ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე ლუდის მწარმოებელი კომპანიები დიდ არჩევანს სთავაზობენ ლუდის მოყვარულებს. კომპანიები განსაკუთრებით აქტიურობენ ზაფხულის ცხელ დღეებში.

განვიხილოთ ტელევიზიით 2019 წლის მეორე კვარტალში რომელი კომპანიები აქტიურობდნენ ყველაზე მეტად.

ყველა ტიპის რეკლამის რაოდენობით ყველაზე მეტი - 9 146 სარეკლამო რგოლი განათავსა კომპანია ზედაზენმა, მეორე ადგილს იკავებს კომპანია „ნატახტარი“ – 5 719 რგოლით, ხოლო მესამე პოზიციას კომპანია „გინესი“ – 3 439 სარეკლამო რგოლით.

გრაფიკზე წარმოდგენილია 2019 წლის მეორე კვარტლის განმალობაში ტელევიზიით კომპანიების მიერ განთავსებული ყველა ტიპის სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

საინტერესოა, თუ როგორ გადაანაწილეს კომპანიებმა სარეკლამო რგოლები ბრენდების მიხედვით.

გრაფიკზე წარმოდგენილია 2019 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიით კომპანიების მიერ ლუდის სხვადასხვა ბრენდების რეკლამების რაოდენობები ყველა ტიპის რეკლამაზე.

კომერციული რეკლამების პარამეტრში ლიდერობს ზედაზენი, მეორე ადგილზეა გინესი, მესამეზე კი - ნატახტარი

გრაფიკზე წარმოდგენილია ტელევიზიით 2019 წლის მეორე კვარტალში კომპანიების მიერ განთავსებული ბრენდების კომერციული ტიპის სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

დანახარჯების პარამეტრის მონიტორინგი ხორციელდება ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით, რის შედეგადაც სარეკლამო კამპანიის დანახარჯების შეფასება ხდება მხოლოდ კომერციული ტიპის რეკლამების მიხედვით.

2019 წლის მეორე კვარტლის განმავლობაში ტელევიზიით ლუდის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან რეკლამის განთავსებაზე ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით სულ დაიხარჯა 41 983 639 ლარი. აქედან ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელა კომპანია ზედაზენმა.