• 2019-05-02


კომპანია „აი ფი ემ კვლევები“ აგრძელებს სატელევიზიო რეკლამის მონიტორინგს და წარმოგიდგენთ 2019 წლის პირველ კვარტლის მონაცემებს. 2019 წლის პირველ კვარტალში მონიტორინგში შემავალ ტელეარხებზე სულ გავიდა 162 725 სასპონსორო და კომერციული ტიპის რეკლამა. რეკლამები გადანაწილდა სულ 36 სექტორზე. ყველაზე მეტი - 24 654 სარეკლამო რგოლი, განთავსდა უალკოჰოლო სასმელების სექტორში. გრაფიკზე წარმოდგენილია 2019 წლის პირველი კვარტლის ტოპ 10 სექტორების წილები (რაოდენობა).

განვიხილოთ ათეულში შემავალი აუალკოჰოლო სასმელების სექტორი, სექტორში 2019 წლის პირველ კვარტალში ყველაზე აქტიური იყო კომპანია კოკა კოლა რომელმაც განათავსა 12 400 სარეკლამო რგოლი. გრაფიკზე წარმოდგენილია უალკოჰოლო სასმელების სექტორში შემავალი კომპანიის წილები რეკლამის რაოდენობიდან.