• 2018-09-10

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში, კულტურულად დატვირთულ ზაფხულს, ჩექ ინ ჯორჯია უზრუნველყოფს. 2018 წლის ზაფხულიც დატვირთულია კულტურული ღონისძიებებით. გთავაზობთ, იმ ღონისძიებების მედია გაშუქების სტატისტიკას, რომლებიც უკვე განხორციელდა ან დაგეგმილია სეზონის დასრულებამდე. ჩექ ინ ჯორჯია, ჯამში 705 ნიუსში გაჟღერდა, ზაფხულის დასაწყისიდან დღემდე. დაგეგმილი თუ განხორციელებული კულტურული ღონისძიებების სია, საკმაოდ მრავალფეროვანია, როგორც შინაარსის, ასევე ადგილმდებარეობის თვალსაზრისით და ჩართულია, ფაქტობრივად, მთელი საქართველო. ღონისძიებების სია, მათი მედია გაშუქების სისხშირის მიხედვით, მოცემულია გრაფიკზე: