• 2018-07-31

აიფიემ კვლევები აგრძელებს, სეზონურად აქტუალური ინდუსტრიების, მედია გაშუქებების სტატისტიკურ ანალიზს და წარმოგიდგენთ სასტუმროებს, რომელთა შესახებაც, ყველაზე ხშირად აშუქებს ინფორმაციას, ქართული მედია სივრცე. თუ 2017 წლის ივნისი-ივლისის განმავლობაში, მედიაში სულ 89 სასტუმროს სახელი ფიგურირებს, საქართველოს მასშტაბით, 2018 წლის იმავე პერიოდში, ეს რიცხვი, 108- მდეა გაზრდილი. თუმცა, 2 წლის მონაცემების შედარებისას, ქართულ მედიაში, აქტიურად გაშუქებული, მოწინავე სასტუმროების დასახელებები, ფაქტობრივად არ განსხვავდება, გამონაკლისია, სასტუმრო „ლეო გრანდი“, რომელმაც აქტიურობით, მიმდინარე წლის ზაფხულში, გასული წლის ივნის-ივლისში, ერთ-ერთი ხშირად მოხსენიებადი სასტუმრო „ქორთიარდი“ გამოდევნა პირველი ექვსეულიდან. 2017 წლის ივნისი-ივლისის სტატისტიკური მონაცემები, სასტუმროები

2018 წლის ივნისი-ივლისის სტატისტიკური მონაცემები, სასტუმროები

მეორე კვარტალში წარმოდგენილი ექვსეულის სენტიმენტალური პროფილი, ნეიტრალურს, ნეგატიურსა და პოზიტიურს შორის ბალანსს გვიჩვენებს. ნეგატიური გამოვლინებები, მხოლოდ ერთი სასტუმროს „ლეო გრანდის“ შემთხვევაში დაფიქსირდა. ყველას ახსოვს სასტუმროში დატრიალებული ტრაგედია. მიმდინარე წელს კი აქტიურად აშუქებს მედია ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სასტუმრო, კვლავაც უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე, აგრძელებს ფუნქციონირებას.

გრაფიკიდან ჩანს, რომ ყველაზე მიმზიდველი პოზიტიური მაჩვენებელი, მთლიან გამოვლინებასთან მიმართებაში, სასტუმრო „ბილთმორ თბილისის“ შემთხვევაში დაფიქსირდა, რომელიც, გარდა იმისა, რომ, მოცემულ პერიოდში, არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი გახლდათ, უშუალოდ სასტუმროს პოზიტიური სიახლეც გააშუქა მედიამ, კერძოდ ახალი ბაღისა და ბარ-რესტორან „აზურას“ ოფიციალური გახსნა.