• 2018-06-29

მედიკამენტების სარეკლამო ბადის თემატიკა, როგორც წესი დამოკიდებულია სეზონურობაზე, ზამთრის პერიოდში აქტუალურია გაციების საწინააღმდეგო პრეპარატების რეკლამა, გაზაფხულის პერიოდში აქტუალური ხდება ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების რეკლამა და ა. შ. განვიხილოთ მედიკამენტების კატეგორია, რადიოში გასული რეკლამებიდან რომელი მედიკამენტები იყო აქტუალური სარეკლამო ბაზარზე 2018 წლის აპრილი/მაისის პერიოდში.

სულ აღნიშნულ პერიოდში მონიტორინგში შემავალ რადიოსადგურებში განთავსდა 229 471 სარეკლამო რგოლი, აქედან მედიკამენტების კატეგორიის სარეკლამო რგოლების რაოდენობა იყო - 25 178 რგოლი, რაც წილობრივად გასული რეკლამების 10,97 % ია.

გრაფიკზე წარმოდგენილია მედიკამენტების ჩამონათვალი (პროდუქტი) და მათი წილები კატეგორიაში, 2018 წლის აპრილი/მაისი რადიო.

როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ ბევრი პრეპარატის რეკლამა გადის რადიოში, შემდეგ გრაფიკზე ვნახოთ აღნიშნული პრეპარატებიდან, როგორ გადანაწილდა მწარმოებელი კომპანიის წილები. რომელი მწარმოებელ კომპანიებს ეკუთვნის ყველაზე მეტი რეკლამა.