• 2018-03-27

კომპანია „აიფიემ კვლევები“ გთავაზობთ, 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს, ბიზნეს ინდუსტრიების მოთამაშე კომპანიების, მედია აქტივობის თაობაზე.
ამჯერად, წარმოგიდგენთ, ლუდის მწარმოებელ კომპანიებს და მათი მედია გამოვლინების მნიშნელოვან ასპექტებს.
2017 წელს, ყველაზე აქტიური ლუდის კომპანია, მედიაში, გახლდათ „კომპანია ნატახტარი“, რომელმაც მთელი გამოვლინების 42 % დაიკავა.

ხუთივე კომპანიას, სენტიმენტების ჭრილში, არ აქვს ნეგატივის მაჩვენებელი, ხოლო პოზიტივის მაჩვენებლის მიხედვით, „გლობალ ბიერ ჯორჯიამ“ გადაინაცვლა პირველ ადგილზე, რომლის სრული გამოვლინების 88%-ს, პოზიტიური ხასიათი აქვს.

კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯია“ კომპანიის „თელიანი ველი“, შვილობილია, რომელიც ქართულ ბაზარზე, 2017 წლის ზაფხულში, წარმატებით გამოჩნდა, ახალი მეინსტრიმ ლუდი „აისი“ წარადგინა და წლის ბოლომდე Heineken-ის და Krusovice-ს წარმოება დააანონსა. გარდა ამისა, საზოგადოებას აცნობა, რომ Heineken-ის ქარხნის გახსნა, მუხრანში იყო დაგეგმილი.