• 2020-05-12

კორონავირუსმა შეცვალა სრულიად სამყაროს დღის წესრიგი, შეუცვალა მიმართულება არაერთ ბიზნესს და სოციალურ პასუხისმგებლობას ახალი ვექტორი მიანიჭა. ტურიზმის სფერო ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ინდუსტრიაა მიმდინარე რეალობაში და ალბათ გრძელვადიან პერიოდში თუ შესძლებენ ბიზნეს ოპერატორები პანდემიით გამოწვეული შოკიდან გამოსვლას, თუმცა მათ თავისი როლი შეასრულეს ბრძოლის პროცესში, რაც მეტად დასაფასებელია. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, უამრავი სასტუმრო, საკარანტინო ზონად შესთავაზეს მთავრობას, მეპატრონეებმა.

 საკარანტინო ზონებად სასტუმროების გამოცხადება, არ ყოფილა ყოველთვის უსასყიდლო. ქართული მედიის ცნობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროებში საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად გამარტივებული შესყიდვის 87 ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა საერთო ღირებულება 25 მილიონ 579 ათასი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს. 

თუმცა გვქონდა ასეთი შემთხვევებიც, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთის“ მფლობელმა და მმართველმა გუნდმა მთლიანი სასტუმრო, 155 ნომრით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონისათვის უსასყიდლოდ დაუთმო. სასტუმროს ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა. 

ქართული მედია ინფორმაცია, სასტუმროების თაობაზე, კოვიდ 19-ის გავრცელების პერიოდში, საკმაოდ მრავალფეროვანია. 2020 წლის პირველი მარტიდან, მაისის დასაწყისამდე, კორონავირუსთან მიმართებაში 45-მდე სასტუმრო მოიხსენიება ქართულ მედიაში. შინაარსობრივ ანალიზზე დაყრდნობით, ინფორმაციის უდიდესი ნაწილი, სწორედ მათ საკარანტინო სივრცეებად მოწყობაზე მოდის. მედიაში გაშუქების სიხშირის თვალსაზრისით, პირველი 10-ეული ასე გამოიყურება:

 

პირველ ადგილზე გასული სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ეზოში, მაისის დასაწყისში, კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის კონცერტი მოეწყო, რითიც მათი 2-კვირიანი ერთფეროვანი ყოველდღიურობა მცირედით, მაგრამ მაინც გახალისდა.