• 2020-02-11

კომპანია „აიფიემ კვლევები“ საზოგადოებისთვის საინტერესო თემების მედია გაშუქების სტატისტიკას და შინაარსობრივ ანალიზს აწარმოებს. მსგავსი თემების ჩამონათვალში, უდავოდ, ერთ-ერთ საყურადღებო საკითხად ჩამოყალიბდა სათამაშო ბიზნესი, ვინაიდან, აღნიშნული თემის მედია გაშუქება საკმაოდ წინააღმდეგობრივი ხასიათისაა. ბიზნესის წარმომადგენლობა აქტიურადაა დაკავებული მოთამაშეთა წასახალისებელი მედია აქტივობებით, როგორიცაა გათამაშებები, ჯეკ პოტი და ა.შ. თუმცა, არანაკლები გაშუქებით ხასიათდება საზოგადოების პროტესტი, სათამაშო ბიზნესის სარეკლამო აქტივობების წინააღმდეგ.
მედია გაშუქებების რაოდენობრივი ანალიზი, 2015 წლიდან მოცემულია გრაფიკზე.

2019 წლის მთავარი თემა, სექტორში, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა გახლდათ. წლის განმავლობაში ორჯერ წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში, საინიციატივო ჯგუფმა, რადგან პირველი წარდგენა წარუმატებელი გამოდგა და შესწორებების შეტანის აუცილებლობა გაჩნდა. მიუხედავად აქტიური მცდელობისა და საზოგადოების ფართო ნაწილის ჩართულობისა, 2020 წელი, ამ კანონის გარეშე დადგა ჩვენს ქვეყანაში.
2019 წელს, სათამაშო ბიზნესის გარშემო მიმდინარე მოვლენებიდან, აღსანიშნავია სუიციდის მზარდი სტატისტიკა აზარტულ თამაშების მიზეზით და განსაკუთრებით ფართოდ გაშუქდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის თვითმკვლელობის საკითხი, რასაც მაუწყებლის მხრიდან, აზარტული თამაშების რეკლამის არ გაშვების პირობა მოჰყვა.
არანაკლები რეზონანსულობით გამოირჩეოდა საზოგადოების აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით, სახელით: „უთხარი აზარტულ თამაშებს არა!“. აღნიშნული აციები, კვლავაც მიმდინარეობს. სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის სრული პერიოდის განმავლობაში, მედიაში, სათამაშო ბიზნესის, ყველაზე აქტიური ბრენდების სია, ასე გამოიყურება.