• 2019-09-16

აიფიემ კვლევები აგრძელებს, სეზონურად აქტუალური ინდუსტრიების, მედია გაშუქებების სტატისტიკურ ანალიზს და წარმოგიდგენთ ნაყინის მწარმოებელ კომპანიებსა და ბრენდებს, რომლებიც ხშირად ჩნდებიან ქართულ მედიაში, სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციით.
თუ 2018 წლის ზაფხულში, ნაყინის მწარმოებელი, მხოლოდ 4 კომპანია გვხვდება მედიაში, 2019 წელს აღნიშნული სია 5-მდე იზრდება. ბაზარზე გამოჩნდა ახალი ბელორუსული ბრენდი „მოროზპროდუქტ ჯორჯია“, რომელმაც ინდუსტრიის მთელი მედია გამოვლინების 27% დაიკავა და მხოლოდ კომპანია „ბარამბოს“ ბრენდს, „ბარამბინოს“ ჩამორჩება, მედია გაშუქებების სტატისტიკით. გასული წლის ლიდერმა „თოლიამ“ კი, მიმდინარე წელს, მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.

2018 წლის ზაფხული:

2019 წლის ზაფხული:

წარმოდგენილი ხუთეულის, სენტიმენტალური პროფილი, ნეიტრალურს და პოზიტიურს შორის ბალანსს გვიჩვენებს. ნეგატიური გამოვლინებები, მიმდინარე წელს, არ გვხვდება, ნაყინის ინდუსტრიაში.

გრაფიკიდან ჩანს, რომ სამი კომპანიის სენტიმენტალური პროფილი, მკვეთრად დადებითია. „მოროზპროდუქტ ჯორჯიამ“ თავისი პროდუქცია წარმოადგინა საქველმოქმედო ფონდ „ანუკი არეშიძის“ ინიციატივით, მცხეთის ცენტრალურ სკვერში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისთვის საზაფხულო გამაგრილებელი დესერტის ფესტივალზე. კომპანიამ, გამაგრილებელი დესერტის დეგუსტაცია უზრუნველყო. კომპანია „ბარამბომ“, კომპანია „ზედაზენთან“ ერთად, 8 ივნისს ზაფხულის ფესტივალი გამართა, სადაც პატარებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ. კომპანია „ლუკა პოლარემ“ კი ახალი, რიგით მე-15 ფილიალი გახსნა თბილისში, ყაზბეგის #9-ში. მიუხედავად იმისა, რომ 100%-იანი პოზიტივით არ ხასიათდებიან, მიმდინარე ზაფხულს მაინც მნიშვნელოვანი აქტივობები განახორციელეს კომპანიებმა „გურჯაანის ნაყინი“ და „თოლია“. პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ჯანმრთელობის სახლის“ ეზოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კლინიკის ეზოში შეკრებილ ბავშვებს სხვადასხვა საჩუქრებიც დაურიგდათ. ღონისძიების ერთ-ერთი სპონსორი იყო  „გურჯაანის ნაყინი.“
კომპანია „თოლია“ კი 14 ივლისს, მთაწმინდის პარკში გამართულ ნაყინის ფესტივალზე გახლდათ ერთ-ერთი მასპინძელი.