• 2018-02-22

2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, სექტორები „ქველმოქმედება“ და „კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა“, მედიაში, სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით ვლინდება. თუ სექტორს „ქველმოქმედება“, აქვს აქტიური და პასიური პერიოდები, სექტორი „კორპორატიული სოციალური პასუხისმგბელობა“, ცალსახად ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ნათლად გამოხატავს, საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებას, წლიდან წლამდე, მოთხოვნის გაზრდას, ამ ტიპის აქტივობაზე და ბიზნესის მზაობას, ჩაერთოს საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში. 2015 წელი ყველაზე წარმატებული გამოდგა სექტორისათვის „ქველმოქმედება“. ამ წელს დაფიქსირდა, გასული 6 წლის განმავლობაში, ყველაზე ჭარბი მოცულობის მედია ინფორმაცია, აღნიშნული მიმართულებით. სტატისტიკური მონაცემები სექტორისათვის „ქველმოქმედება“, წლების მიხედვით.

რადიკალური ცვლილებები დაიწყო 2016 წელს, წინა წლებთან შედარებით, სექტორისათვის „კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა“. 2016 და 2015 წლებს შორის, ინფორმაციის სხვაობა, აღნიშნულ სფეროში, თითქმის 5000-მდე სტატია/სიუჟეტს აერთიანებს. მზარდია ტენდენცია 2017 წლისთვისაც, 2016-თან შედარებით. სტატისტიკური მონაცემები სექტორისათვის „კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა“, წლების მიხედვით.